ივანე ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს - გრიპის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება, თუმცა პიკი ჯერ კიდევ წინ არის

გრიპი

ქვეყანაში სეზონური გრიპით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. საუბარია A ტიპის H3N2-ზე, ეგრეთწოდებულ ჰონგკონგის ვირუსზე, რომელიც დღეს დომინანტური გახდა. უკვე გავრცელებულ ადენო და რინოვირუსებს გრიპის შემთხვევებმა გაუსწრო, რაც კლინიკებზეც აისახა. გაზრდილია მიმართვიანობა, განსაკუთრებით პედიატრიულ განყოფილებებში, ექიმები რისკ ჯგუფებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

"საქართველოში რესპირაციული ინფექციების სეზონი იწყება ნოემბრიდან და გრძელდება მარტის ბოლომდე. პიკი დეკემბერ-იანვრის თვეშია, უხშირესად.

ჩვენ არსენალში გვაქვს როგორც ანტივირუსული პრეპარატი, ისე - პრევენციული ვაქცინა, რაც საქართველოში წელს 200 ათასი დოზა იყო შემოტანილი. პირველ რიგში, ეს [ვაქცინა] არის განკუთვნილი რისკის ჯგუფებისთვის, ეს არის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა და განსაკუთრებით - ორსულები," - ამბობს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.