,,ისე ცუდად ვიყავი, ერთადერთი რაც მშველოდა ეს იყო ლოცვა… 40 დღე დაუჯდომელს ვკითხულობდი” - ნინი ქარსელაძე

ნინი ქარსელაძე

ნინი ქარსელაძე „მადისაღმძვრელ პოდკასტს“ ესტუმრა, სადაც გულახდილად ისაუბრა.

პოდკასტის ერთ-ერთ ეპიზოდში მომღერალმა ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა.

„ერთი კვირით გავფრინდი საზღვარგარეთ და იქ ჩავრჩი, ვერ ჩამოვდივარ საქართველოში და ვიგებ, რომ ხათუნა არის საავადმყოფოში. ვრეკავდი და ვამბობდი, რომ ფეხით გადმოვალ მეთქი საზღვარზე, ოღონდ შემოვეშვით. ისე ცუდად ვიყავი, ერთადერთი რაც მშველოდა ეს იყო ლოცვა…40 დღე დაუჯდომელს ვკითხულობდი, არც ღამე მეძინა და არც დღე…“ – აღნიშნა ნინი ქარსელაძემ.