„ის მიყვარდა, მაგრამ ყოველ ორ კვირაში მაინც სხვასთან მქონდა სექსი" - სექსზე დამოკიდებულების დიაგნოზის მქონე ქალს 300 პარტნიორი ჰყავდა

sexworker

რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში უჩვეულო სექსუალური ანომალიის შემთხვევა დაფიქსირდა. ინგლისელ ქალს, სახელად ფრენკი კონსიდინს, ბავშვობის დროინდელი ტრავმა, სექსზე დამოკიდებულებით გამოუვლინდა. გოგონას ერთდროულად 300 პარტნიორი ჰყავდა.

„გოგონა სიყვარულს ეძებდა და 300 პარტნიორთან ერთად იყო"  - ამ სათაურით უცხოურ მედიაში ალაპარაკდნენ. 

ეს იშვიათი დაავადება ქალებში ვითარდება. დღეში, მათ შეუძლიათ დაახლოებით, 250-ჯერ მიაღწიონ ორგაზმს. 

მედიაში წერენ, რომ როდესაც გოგონა  13 წლის იყო, გოგონას მშობლები ურთიერთშეთანხმებით დაშორდნენ. დედამ ოჯახი დატოვა, მამა ფრენკისთან დარჩა, რომელიც სამსახურში ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს. გოგონა დიდხანს რჩებოდა სახლში, მარტოობისგან იტანჯებოდა. ამ თინეიჯერულმა ტრავმამ და საკუთარ სხეულის  დაკავშირებულმა პრობლემებმა მიიყვანა იგი სექსზე დამოკიდებულებამდე.

"ყოველთვის კოხტა გოგო ვიყავი, — იხსენებს ფრენკი, — ჩემს შეყვარებულებზე მეტად. როდესაც სექსუალური ცხოვრება დავიწყე, მასზე დამოკიდებული გავხდი".

შედეგად, თინეიჯერმა გოგონამ პირველი სექსუალური ცხოვრება საკმაოდ ადრე, 14 წლის ასაკში დაიწყო. 

16 წლის ასაკში გოგონა უკვე სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობდა, ოთხი წლის შემდეგ, მან უკვე რეგულარული პარტნიორის მოტყუება დაიწყო.

"მიუხედავად იმისა, რომ მე ის მიყვარდა, ყოველ ორ კვირაში ერთხელ მაინც მქონდა სექსი სხვასთან“, - აღიარებს ფრენკი. 

ამის შემდეგ, მის ცხოვრებაში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, როდესაც დედამისი კიბოთი გარდაიცვალა, ამან გავლენა მის სექსუალურ ქცევაზე მოახდინა - ფრენკიმ მოულოდნელად დაასრულა ურთიერთობა თავის რეგულარულ პარტნიორთან და აღიარა, რომ სექსზე დამოკიდებული გახდა.

ამის შემდეგ მან უკონტროლო სექსუალური ცხოვრება დაიწყო - გოგონას თქმით, ეს მას დანაკარგთან გამკლავებაში დაეხმარა. დღის განმავლობაში ფრენკი ოთხ კაცთან ერთად იყო ხოლმე: პარტნიორებთან, პარტნიორების მეგობრებთან, მეგობრების მეგობრებთან - ერთმანეთის შემცვლელი ბიჭების კალეიდოსკოპი გახდა ფრენკის მუდმივი საფიქრალი.

„მე გავიცანი ეს ბიჭი, ის ჩემს სასტუმროში მოვიდა და სექსი გვქონდა. მეორე დილით მექანიკოსი მოვიდა ჩემი მანქანის სანახავად, იხსენებს გოგონა.

„მასთან და მის მეგობართან ერთად გავერთე, იმ ღამით კი სხვასთან დავრჩი. უბრალოდ მინდოდა ვინმე შემყვარებოდა." ასეთმა უწესრიგო ცხოვრების წესმა განაპირობა ის, რომ ერთ დღეს 22 წლის ფრენკი დაორსულდა და აბორტის გაკეთება გადაწყვიტა.

გარდა ამისა, სექსუალური კონვეიერი, რომელიც გოგონას თავიდან გარკვეულ სიამოვნებას და დავიწყებას ანიჭებდა, იმით დასრულდა, რომ მას პანიკისა და შფოთვის განცდები ჰქონდა, დეპრესია დაეუფლა.

ექიმებმა მას დიაგნოზი დაუსვეს - სექსუალური დამოკიდებულება. მათი მეთვალყურეობის ქვეშ, ფრენკი უფრო ფრთხილი და თავშეკავებული გახდა სექსუალურ ურთიერთობებში. გაიცნო კაცი, შეეძინა ქალიშვილი და ოჯახური ცხოვრება დაიწყო. თუმცა მალევე განქორწინდა, თინეიჯერი ქალიშვილი დაივიწყა, რომელსაც მისი ყურადღება და ზრუნვა სჭირდებოდა.

მის "კოლექციაში" შედიოდნენ როგორც ახალგაზრდა, ისე ხანდაზმული მამაკაცები, დაქორწინებულები და მარტოხელები, თანამემამულეები და უცხოელები, რომლებიც მივლინებით ჩადიოდნენ კომპანიაში, სადაც ის მუშაობდა.

„ეს დაავადება ფსიქიკური აშლილობის რიგი ფაქტორებითაა გამოწვეულია: მანიაკალური, დეპრესიისკენ მიდრეკილი, პათოლოგიური და შეუზღუდავი მიზიდულობა მამაკაცებისა თუ ქალების მიმართ." - ასე ხსნის ფსიქოლოგი ამ მდგომარეობას.