პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჯანდაცვის მინისტრმა ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების პირველი, ახალგახსნილი ცენტრი დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მთავარი მიზანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რე-ტრავმებისაგან დაცვა, საგამოძიებო მოქმედებებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების ერთ სივრცეში თავმოყრაა. ცენტრში ბენეფიციარები სათანადო შეფასებას გადიან და შესაბამისი მკურნალობითა და მხარდაჭერით სარგებლობენ.
ამავე სივრცეში მიმდინარეობს საგამოძიებო - სარეაბილიტაციო პროცესები, რათა ბავშვები და მოზარდები სხვადასხვა უწყებაში განმეორებით გასაუბრებას აარიდონ. მინიმუმამდეა დაყვანილი თავად გასაუბრების სიხშირეც, რომლებსაც სპეციალურად ცენტრის მუშაობის სპეციფიკისთვის გადამზადებული პროფესიონალები ატარებენ.
ცენტრის დათვალიერების შემდეგ, მოწვეული სტუმრებისთვის კონფერენცია და პანელ-დისკუსიები გაიმართა, რომელშიც პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ესტონეთის მთავრობის მჭიდრო პარტნიორობით გაიხსნა. მის შესაქმნელად სკანდინავიური მოდელი გამოიყენეს, რომელიც სხვა ქვეყანებში და მათ შორის ესტონეთში, წარმატებით ხორციელდება.