„ბევრი ადამიანი სულელს მეძახდა, მათ შორის მეგობრებიც" - თინა კანდელაკი

თინა კანდელაკი

„ბევრი ადამიანი სულელს მეძახდა, რადგან არ ვყიდულობდი უძრავ ქონებას საზღვარგარეთ“,– ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი „ტელეგრამში“ წერს.

მისი თქმით, ფიქრობდა რომ რუსეთის გარდა სხვა ქვეყანაში აქტივები არ სჭირდებოდა და თურმე არც შემცდარა.

„ბევრი ადამიანი, მათ შორის მეგობრებიც სულელს მეძახდნენ, რადგან არ ვიყიდე ბინები საზღვარგარეთ, არ გამიხსნია ანგარიშები ბარსელონაში, ლონდონში და სხვა დედაქალაქებში. მე ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. ვერ ვიტყვი, რომ რამისთვის ვემზადებოდი, უბრალოდ ვფიქრობდი, რომ არ მჭირდებოდა უცხოური აქტივები, თუ მთელი დრო აქ, რუსეთში გავატარე”, – წერს კანდელაკი.