ირაკლი ღარიბაშვილი გუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო ოჯახს უსამძიმრებს

პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მსახიობის, გუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო და ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს სამძიმარს უცხადებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მსახიობის გუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო. მან ღირსება, ვაჟკაცობა და თავმდაბლობა თავის გმირებში განასახიერა და ისეთი დაუვიწყარი სახეები შექმნა, რომლებმაც მაყურებლის სიყვარული დაიმსახურეს.

ვუსამძიმრებ გუჯა ბურდულის ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს ასეთი დიდი დანაკარგის გამო“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

81 წლის ასაკში კინომსახიობი გუჯა ბურდული გარდაიცვალა.