„იმას ვნატრობდი, შვილების უნახავად არ მოვკვდე მეთქი...“ - თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

ემიგრანტი თურქეთი

თურქეთში, სტიქიის ზონაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, მზია ქავთარაძე მიწისძვრის შედეგად არსებული ვითარების შესახებ „ტელეკომპანია ბორჯომთან" საუბრობს.

„მიწისძვრა რომ მოხდა, იმას ვნატრობდი, ჩემი შვილების უნახავად არ მოვკვდე მეთქი. ჩემი შვილები სულ ტირიან, მაგრამ როგორ დავბრუნდე? თვითმფრინავებით თუ წაგვიყვანენ საქართველოში, თორემ, სანამ გზები არ გაიხსნება, იქამდე ვერსად წავალთ”, - ამბობს ემიგრანტი ვიდეოში.