გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ტრაგედია მოხდა წუხელ, გვიან ღამით - 30 წლის შაკო ბოგველი ავარიის შედეგად გარდაიცვალა.
ემიგრანტი დედის, იზა ბოგველის თქმით, ქვეყანაში ბრუნდება, რადგან მეორე შვილი იგლოვოს.
ცნობილია, რომ წლების წინ, 2012 წელს, ბოგველების ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 17 წლის მარიამ ბოგველი 15 სექტემბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში საკუთარმა მეუღლემ სანადირო თოფით მოკლა.
გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, მკვლელობა მას შემდეგ მოხდა, რაც გიორგი ფანჩულიძე ავტომობილით სახლში მივიდა და მეუღლე ჭიშკართან არ გავიდა, რამაც შელაპარაკება გამოიწვია.
„თვითონ გიორგის მონაყოლიდან ვიცი, ვუთხარი, რატომ მომიკალი-თქო. მიპასუხა, ვუსიგნალებდი და კარი არ გამიღოო, შევედი და ვუთხარი, პრინცესა ხარ, გარეთ რომ არ გამოდიხარ-თქო? ჩემი შვილიც რამეს ეტყოდა, მარიამი გაბრაზდა, სკამზე დაჯდა და ამ დროს მოხდა გასროლა. იჩხუბეს და გიორგიმ შესაშინებლად მიადო იარაღი, რასაც გასროლა მოჰყვა“, - იხსენებდა იზა ბოგველი.
17 წლის მარიამ ბოგველს 10 თვის შვილი დარჩა, რომელიც მამის ოჯახში იზრდება.