პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ქართული ოცნების" ბრალდებებს, საქართველო-რუსეთის მატჩზე შესაძლო პროვოკაციის მოწყობასთან დაკავშირებით ადრესატებმა უპასუხეს.
მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ არ იგეგმება არანაირი პროვოკაცია და ნებისმიერი პროტესტი იქნება მაქსიმალურად ცივილური ფორმით.
„არაერთხელ, არანაირი ინციდენტი რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ არ ყოფილა, თუმცა, ყოველთვის იყო შეძახილები "პუტინ ხუილო", მაგალითად, რითაც პირდაპირ იკვეთება, რომ პროტესტი არის არა რუსი მორაგბეების წინააღმდეგ, არამედ რუსული პოლიტიკის და იმპერიული ზრახვების წინააღმდეგ. ზუსტად იგივე იგეგმება ამჯერადაც, უბრალოდ კონტექსტი არის უკრაინა და საქართველოსთან ერთად უკრაინის დროშების აფრიალებაც არის გეგმაში. არც ერთხელ ჩვენგან ნასროლი კენჭიც კი არ ყოფილა არავის მიმართ და მით უმეტეს არ ვაპირებთ რუს მორაგბეებს რაიმე ზიანი მივაყენოთ,"-აცხადებს მაქარაშვილი.