„მომხმარებელთა საყურადღებოდ“ - „მაგთიკომი“ ინფორმაციას ავრცელებს

მაგთი

შესაძლოა, მოითხოვონ პირადი ან საბანკო ბარათის მონაცემების შევსება. SMS-ის გაგზავნის, დარეკვის ან პირადი მონაცემების შეყვანის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა, თუმცა ვერც გათამაშებაში მიიღებთ მონაწილეობას და ვერც პაკეტს შეიძენთ, - ამის შესახებ „მაგთიკომის“ განცხადებაშია აღნიშნული.

მას „პრაიმთაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მომხმარებელთა საყურადღებოდ! ინტერნეტში ან სოციალურ ქსელებში შესაძლოა, შეგხვდეთ მაგთიკომის და სხვა მობილური ოპერატორების გათამაშების ან სხვადასხვა აქციის სარეკლამო ვებგვერდები და პოსტები.

მიმზიდველ გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად ან სხვადასხვა პაკეტის შესაძენად ითხოვენ SMS-ის გაგზავნას ან დარეკვას მითითებულ ნომერზე.

შესაძლოა, მოითხოვონ პირადი ან საბანკო ბარათის მონაცემების შევსება. SMS-ის გაგზავნის, დარეკვის ან პირადი მონაცემების შეყვანის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა, თუმცა ვერც გათამაშებაში მიიღებთ მონაწილეობას და ვერც პაკეტს შეიძენთ!

გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!

გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომის აქციების, გათამაშებებისა თუ კონკურსების შესახებ ყოველთვის ვრცელდება მხოლოდ ჩვენი ოფიციალური Facebook გვერდისა და ვებგვერდის საშუალებით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.