"იძებნება პიტი, მანქანაში, გოგონასთან იყო ავარიის დროს...პატრონი რეანიმაციაშია" - მპოვნელი 500 ევროთი დასაჩუქრდება

პიტი

პატრონი დაკარგულ პიტბულს ეძებს. 

მპოვნელს კი ჯილდოდ 500 ევრო გადაეცემა საჩუქრად. 

„იძებნება პიტი სახელად - მაქსი. დაწესებულია ჯილდო 500€. მპოვნელი დასაჩუქრდება ამ თანხით, გთხოვთ ჩაერთოთ ძებნაში.

არის უწყინარი, ტკბილი. ავარია მოხდა წნორის გზაზე (გურჯაანი,ბოდბის ხევისკენ მიმდინარეობს ძებნა).
ამ გოგონასთან ერთად იყო მანქანაში, ავარიის დროს და შემდეგ იკარგება მისი კვალი. გოგო, რეანიმაციაშია ისევ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ოჯახის ცნობით, ბოლოს ძაღლი ჩალაუბნის მიმართულებით დააფიქსირეს. 

პოვნის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 568 07 08 09

✕