აქამდე ნანგრევების ქვეშ არიან, ვფიქრობთ, რომ დავკარგეთ... - ცნობილი თურქი მსახიობი ოჯახს ეძებს

უგურ ას­ლა­ნი

ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბის უგურ ას­ლა­ნის ოჯახის წევრები მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში მოჰყვნენ. ისინი რამდენიმე დღე კონტაქტზე არ გადიოდნენ. 

უგურ ას­ლა­ნი, ინ­სტაგ­რამ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში სა­სო­წარ­კვე­თი­ლი დახ­მა­რე­ბას ითხოვდა:

- ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში ვართ. ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით ჰა­თა­ი­ზე. ჩემი ძმა, მა­მი­და და ძმის­შვი­ლე­ბი ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ არი­ან. ვფიქ­რობთ, რომ რომ ჩვენ დავ­კარ­გეთ ისი­ნი. ბა­ტო­ნო გუ­ბერ­ნა­ტო­რო, ით­ქვა, რომ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ში არის სი­სუს­ტე­ე­ბი, იქ­ნებ დახ­მა­რე­ბა მი­ვი­ღოთ. ჩემი ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლია, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე ჩა­ე­რი­ოს დამ­ხმა­რე ძალა. ამ ეტაპ­ზე ჩემი ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ მო­ყო­ლი­ლი ძმის­შვი­ლე­ბი, პე­რი­ო­დუ­ლად გა­მო­დი­ან კონ­ტაქ­ტზე, მაგ­რამ სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა..."- ამბობდა მსახიობი.