იჭმევა რძის ნაწარმიც და ხორციც... - როდემდეა ხსნილი?

შემწვარი ხორცი

შობის მარხვის დამთავრების შემდგომ, 7-დან 17 იანვრამდე მსგეფსია. 18 იანვარი - ნათლისღების წინა დღე - ყოველთვის მარხვაა.

რას ნიშნავს მსგეფსი?

ძველ ქართულად მსგეფსი ნიშნავს შვიდეულს, კვირას. ამჟამად მსგეფსებად მხოლოდ ის შვიდეულები იწოდება, როდესაც ოთხშაბათ-პარასკევი მარხვა არ არის.

პერიოდი შობიდან ნათლისღების წინა დღემდე მსგეფსია. ხსნილია ოთხშაბათი და პარასკევი. ნათლისღების წინა დღე, 18 იანვარი მარხვაა. შობა და ნათლისღება ყოველთვის ხსნილია სრულად, ანუ თუ ემთხვევა ოთხშაბათ-პარასკევს, იჭმევა რძის ნაწარმიც და ხორციც.