ცნობილია, მამა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა
1745839006
ელეგანტური დიზაინი, მაღალი პროდუქტიულობა, დიდი ეკრანი განახლების 90-ჰერციანი სიხშირით, ოპერატიული მეხსიერების გაფართოების ფუნქცია - ყველაფერი საუკეთესო სმარტფონების ახალ HONOR X სერიებში.
HONOR სმარტფონების ახალ სერიას საქართველოში უშვებს. ახალი HONOR X ხაზი წარმოადგენს სმარტფონების სერიას, რომელიც ხელმისაწვდომ ფასად საუკეთესო ტექნიკურ მახასიათებლებს აერთიანებს. ახალი ხაზი გამოირჩევა მრავალი ტექნოლოგიური ინოვაციური გადაწყვეტილებით, თანამედროვე ელეგანტური დიზაინი და ფოტოგრაფიის განსაკუთრებული შესაძლებლობები ყველა მოლოდინს აჭარბებს. და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომ ფასად! სმარტფონის ყველა სერია მუშაობს Android 11-ზე Google Mobile Services-ით (GMS).
„ჩვენ მზად ვართ HONOR X ხაზით ინოვაციური ტექნოლოგია ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ“, - განაცხადა HONOR Device Co-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჟაომ.
შევაფასოთ სმარტფონი - სულ სამი სერია აქვს, თითოეული განსხვავებულია ფასით. მოწყობილობებს სამი ძირითადი ფუნქცია აერთიანებს: ნათელი ეკრანი განახლების 90-ჰერციანი სიხშირით, რომელიც სერტიფიცირებულია TÜV Rheinland-ის მიერ; HONOR RAM Turbo ოპერატიული მეხსიერების გაფართოების ფუნქცია და უახლესი Qualcomm ჩიპი - Snapdragon® 680.
უმაღლესი ხარისხის ჩიპი და HONOR RAM Turbo ფუნქცია
X სერიის სამივე სმარტფონი მუშაობს 6 ნანომეტრიანი Qualcomm Snapdragon 680 პროცესორით, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას. ტექნოლოგია HONOR RAM Turbo იყენებს 2 GB მუდმივ მეხსიერებას ფონური აპლიკაციებისთვის, რომელიც ოპერატიული მეხსიერების განახლების საშუალებას იძლევა.
მაგალითად: მომხმარებელი, რომელიც თამაშს სმარტფონზე ხსნის, შეუძლია არ დახუროს მანამდე გაშვებული აპლიკაციები ოპერატიული მეხსიერების გასათავისუფლებლად, რადგან ეს ხდება ავტომატურად პროგრამული უზრუნველყოფის - სპეციალური ალგორითმის საშუალებით.
ეკრანი განახლების 90-ჰერციანი სიხშირითა და თვალის დაცვის ფუნქციით
ყველა HONOR X სმარტფონს აქვს დიდი ეკრანი განახლების 90-ჰერციანი სიხშირით, რომელიც ეკრანის უზრუნველყოფს გამართულად მუშაობას. გარდა ამისა, ამ სმარტფონების სრული ხედვის გამოსახულება იძლევა მკაფიო და ნათელ სურათს, რომელიც მზის შუქზეც კი შესანიშნავად იკითხება.
HONOR X-ის სმარტფონებმა TÜV Rheinland Low Blue Light საერთაშორისო სერთიფიკატი მიიღეს, რომელიც ადასტურებს, რომ ტელეფონები აღჭურვილია თვალის დამცავი ტექნოლოგიით. სმარტფონები უზრუნველყოფს ელექტრონული წიგნის კომფორტულ კითხვას და ყურებას „ღამის“ განათების რეჟიმშიც კი, რაც უსაფრთხოა თვალებისთვის.
მოდი განვხილოთ HONOR X7, X8 და X9 სმარტფონები.
HONOR X9
HONOR X9 ძვირადღირებული სმარტფონის კატეგორიიდან არის. იგი აღჭურვლია ყველაზე დიდი მეხსიერებით (6GB RAM + 2GB RAM Turbo), უზარმაზარი 6,81 დიუმიანი FullView დისპლეი 2388 * 1080 პიქსელი გარჩევადობით, ასევე, აქვს გამოუჯობესებული კამერა. კამერის ბლოკი არის წრიული, რომელიც განთავსებულია კამერის უკანა კორპუსის ზედა ნაწილის შუაში. აქვს სამმაგი კამერა, გარდა მთავარი 48 პიქსელიანი ბლოკისა, აქვს 2 მეგაპიქსელიანი ეფექტი და 2 მეგაპიქსელიანი მაკრო კამერა. ასევე, აქვს LED განათება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დაბალი განათების პირობებში საოცარი სურათები გადაიღონ.
HONOR X9 თავისი ორი ფუნქციით იდეალურია ბლოგერებისთვის. Dual View Recording საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად ორი განსხვავებული კუთხიდან, გადაიღოთ, წინა სელფის და უკანა კამერის საშუალებით. Micro Movie Mode ფუნქცია გთავაზობთ, სხვა ფუნქციის დაუხმარებლად, ვიდეომატერიალების რედაქტირებას და ავტომატურ გაერთიანებას.
ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება HONOR X9-სა და მის ანალოგებს შორის - სუპერ სწრაფი 66W დატენვა, რაც საშუალებას გაძლევთ მოწყობილობა 50%-ით მხოლოდ 15 წუთში დატენოთ, ხოლო81%-ით 30 წუთში. HONOR X9 4800 mAh ბატარეით უზრუნველყოფს 16.8 საათამდე სოციალური მედიის დათვალიერებას, 12.8 საათის ვიდეოს ყურებას და ერთი დატენვით 25.6 საათს სასაუბრო დროს.
ფასი და ხელმისაწვდომობა
HONOR X9 ხელმისაწვდომია სამ ფერში: Titanium Silver, Midnight Black და Ocean Blue. სმარტფონის შეძენა შეგიძლიათ 999 ლარად Alta-ს და Zoomer-ის მაღაზიაში.
HONOR X8
წარმოუდგენლად დახვეწილი და ელეგენტური HONOR X8 აღჭურვილი ულტრა თხელი და მსუბუქი კორპუსით, რომლის სისქე 7.45 მმ-ია, ხოლო წონა 117 გ. სმარტფონს აქვს 6.7 დიუმიანი ეკრანი, 6 GB ოპერატიული მეხსიერებას + 2 GB RAM Turbo და 4000 mAh ბატარეა, რომელიც ელემენტის ხანგრძლივობის გარანტიას უზრუნველყოფს. მომხმარებლებს სულ რაღაც 10 წუთში 22,5 ვატიანი HONOR SuperCharge-ით HONOR X8-ის დატენვა შეუძლიათ, რომელიც სრულიად საკმარისია სამსაათიანი ვიდეოს ონლაინ საყურებლად.
HONOR X8 გამოირჩევა 4 კამერით. ერთ ერთეულში, სმარტფონი აერთიანებს 64 მეგაპიქსელიან მთავარ ლინზას, 5 მეგაპიქსელიანი ფართო კუთხიან ლინზას 120° ხედვით და f/2.2 დიაფრაგმით, ასევე 2 მეგაპიქსელი მაკრო ობიექტივს და 2 მეგაპიქსელი ბოკე სენსორს. სმარტფონის კამერა იდეალური დამწყები ფოტოგრაფებისთვის.
ფასი და ხელმისაწვდომობა
HONOR X8 ხელმისაწვდომია სამ ფერში: Titanium Silver, Midnight Black და Ocean Blue. სმარტფონის შეძენა შეგიძლიათ პარტნიორ მაღაზიებში: Alta, Zommer, Elit და Beko-ში 899 ლარად.
HONOR X7
X სერიების უმცროსი წარმომადგენელია. დაბალი ფასის მიუხედავად HONOR X7 გამოირჩევა არამხოლოდ დახვეწილი დიზაინით, 4 GB ოპერატიული მეხსიერებით + 2 GB RAM Turbo, თხელი კორპუსით (8,62 მმ სისქე), შესანიშნავი კამერებით და დიდი 6,74 დიუმიანი გამოსახულებით, არამედ 5000 mAh ბატარეით. ერთი დატენვით მომხმარებელს შეუძლია ონლაინ ვიდეოს 20 საათის განმავლობაში უყუროს, ან 49 საათის განმავლობაში ტელეფონზე ისაუბროს.
გარდა ამისა, სმარტფონს მოყვება 22,5 ვატიანი სუპერ სწრაფი დამტენი, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოწყობილობა 10 წუთში დატენოთ, რომელიც სრულიად საკმარისია, 3 საათი განმავლობაში, ონლაინ უყუროთ ვიდეოს.
HONOR X7 იდეალურია დამწყები ფოტოგრაფებისთვის და კრეატიული ადამიანებისთვის. 48 მეგაპიქსელიანი Ultra-Clear მთავარი კამერა აღჭურვლია ინტელექტუალური მრავალი კადრის ალგორითმის სინთეზით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დაბალი განათების პირობებში, მკვეთრი დეტალები გადაიღოთ. 5 მეგაპიქსელიანი ფართო კუთხის კამერა f/2.2 დიაფრაგმით საშუალებას იძლევა მარტივად და მოხერხებულად დაფიქსირდეს ყველა ელემენტი კადრში. 2 მეგაპიქსელიანი მაკრო კამერის გამოყენებით შესაძლებელია უმცირეს დეტალის აღბეჭდვაც კი, ხოლო 2 მეგაპიქსელიანი ბოკე კამერა ვიზუალურად სასიამოვნო პორტრეტებს ქმნის.
ფასი და ხელმისაწვდომობა
HONOR X7 ხელმისაწვდომია სამ ფერში: Titanium Silver, Midnight Black და Ocean Blue. სმარტფონის შეძენა შეგიძლიათ პარტნიორ მაღაზიებში: Zommer-სა და Alta-ში 699 ლარად.
HONOR X არის სმარტფონების სერია, სადაც ყოველი მომხმარებელი თავისი გემოვნებით ნახავს მოწყობილობას. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება HONOR X9 66 ვატ. სუპერ დატენვით, HONOR X8 დახვეწილი დიზაინით, თუ HONOR X7 გაუმჯობესებული კამერით - თქვენი სმარტფონი გაგახარებთ და HONOR ტექნოლოგიის მაგია ყოველდღიური ამოცანების სწრაფად გადაჭრაში დაგეხმარებათ.