სმარტფონის მწარმოებელი ბრენდი HONOR საქართველოში ახალ, HONOR X8-ს უშვებს

honor

თხელი და მსუბუქი დიზაინი, ულტრა თხელი, ვიწრო ჩარჩოებით, HONOR ახალ HONOR X8-ს უშვებს და გლობალურ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის წარმოებას აფართოებს.

HONOR-მა დღეს საქართველოში ახალი, HONOR X8-ის გამოშვების შესახებ განაცხადა, რომელიც HONOR X-ის სერიის უახლესი მოდელია. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც HONOR-მა საზღვარგარეთ HONOR X-ის პროდუქცია გამოუშვა მას შემდეგ, რაც ის დამოუკიდებელ ბრენდად გადაიქცა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის ამ ქმედებას წინ უძღოდა HONOR 50 და HONOR Magic4 სერიის  გამოშვებაც. მსგავსი წარმატებული ნაბიჯები სამომავლოდ ბრენდის პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასა და  გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რათა  HONOR-ის მიერ წარმოებული ტექნიკა მსოფლიო მასშტაბით ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

ინოვაციური  HONOR X8 აღჭურვილია ელეგანტური, ულტრა თხელი და მსუბუქი დიზაინით, დიდი ეკრანით, ვიწრო ჩარჩოებით,  განსაკუთრებული ფოტოგრაფიული შესაძლებლობებით, რომელიც მოლოდინს აჭარბებს - და ეს ყველაფერი, სრულიად მისაღებ ფასად. მუშაობს Android 11 სისტემაზე, აღჭურვილია Google Mobile Services-ით (GMS). HONOR X8 ხელმისაწვდომია „ელიტ ელექტორნიქსისა“ , „ბეკოს“ და „ზუმერის“ მაღაზიათა ქსელში. მისი ფასი 899 ლარი. 

„HONOR-ში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი X სერიის ხაზის მეშვეობით,  ინოვაციური და მძლავრი ტექნოლოგია მსოფლიო მასშტაბით,  ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს“,- განაცხადა HONOR Device Co-ს აღმასრულებელმა დირექტორმა,  ჯორჯ ჟაომ.

The HONOR X8 აღჭურვილია უახლესი Qualcomm ჩიპსეტის - Snapdragon® 680 Mobile Platform-ის მიერ, რომელიც ინდუსტრიულ ბაზარზე განსაკუთრებული ფოტოგრაფიული შესაძლებლობებით, უახლესი კამერებით გამოირჩევა, რომელიც იდეალური გასართობია დღევანდელი თაობებისთვის.

დახვეწილი, ულტრა თხელი და მსუბუქი დიზაინი

წარმოუდგენლად თხელი, ბზინვარე, დახვეწილი და ელეგანტური HONOR X8 აღჭურვილია ულტრა თხელი და მსუბუქი კორპუსით - მისი სისქე 7,45 მმ-ია, ხოლო წონა 177 გ.  კორპუსის კუთხეები მრგვალი ფორმისაა, რაც HONOR X8-ის ხელით ტარებას, ჯიბესა და პატარა ჩანთებში ჩადებას ამარტივებს. მისი სიმძიმე მომხმარებლისთვის დისკომფორტს არ იწვევს.

ვიწრო ჩარჩოები და 6.7 დიუმიანი HONOR FullView ეკრანი

HONOR X8 აღჭურვილია ულტრა ვიწრო ჩარჩოებით, რაც გამოსახულების იდეალურად აღქმას უწყობს ხელს.  მისი ე.წ. ეკრანის კორპუსთან თანაფარდობა 93,6%-ია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია უკვე არსებულ მოდელებთან შედარებით.  HONOR X8-ის მარცხენა და მარჯვენა ჩარჩოს სისქე 1.1 მმ-ია, ხოლო ზედა ჩარჩო - 1.15 მმ.

HONOR X8 ამაყობს 6.7 დიუმიანი HONOR FullView ეკრანით. სატელევიზიო ეკრანის რეზოლუცია - 2388x1080, აღიქვამს 16,7 მილიონ ფერს, რაც გამოსახულებას აძლიერებს. ის იდეალურია ფილმების საყურებლად, ფოტოების დასათვალიერებლად და თამაშებისთვის.

HONOR X8 აღჭურვილია თვალის დამცავი ტექნოლოგიით, მათ შორის TÜV Rheinland Low Blue Light Certification, eBook Mode და Dark Mode-ით.

განსაკუთრებული ფოტოგრაფიული შესაძლებლობები სანახაობრივი პეიზაჟების გადასაღებად

HONOR X8 აღჭურვილია განსაკუთრებული ფოტოგრაფიული შესაძლებლობებით.  მთავარი კამერა - 64 მეგაპიქსელი,  ფართო კუთხის კამერა 5 მეგაპიქსელი, 2M სენსორული მაკროკამერა და 2M ბოკეკამერა. იდეალურია ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის, რომლებსაც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად განსაკუთრებული მომენტების დაფიქსირება და აღბეჭდვა უყვართ.

ულტრაგამჭვირვალე კამერა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს,  გადაიღონ ნათელი ფოტოები და სურათებზე ყველა დეტალი გამოკვეთილად აღბეჭდონ. 5 მეგაპიქსელიანი ფართო კუთხის კამერა 1200 ხედვის კუთხით და f/2.2 დიაფრაგმით მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უფრო მეტი დეტალი დააფიქსირონ.

სმარტფონის მუშაობა უზრუნველყოფილია Snapdragon® 680-ით და HONOR RAM Turbo-ით

სმარტფონის სიმძლავრე -  HONOR X8 უზრუნველყოფილია Qualcomm Snapdragon® 680 მობილური პლატფორმით, მოწინავე 6 ნმ პროცესორით, რომელიც ენერგიის დაზოგვას უწყობს ხელს.

HONOR X8 აღჭურვილია HONOR RAM Turbo (6G+2G), HONOR ტექნოლოგიით, რომელსაც ფლეშ მეხსიერების ნაწილი RAM-ში  გადააქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ  6GB RAM შეიძლება გაიზარდოს 8GB RAM-მდე. ეს ტექნოლოგია აფართოებს RAM მეხსიერებას აპების ე.წ. შეკუმშვით, რაც ხელს უწყობს, რომ მომხმარებლებმა შეძლონ, მიიღონ ზარები და გაგზავნონ შეტყობინებები ისე, რომ შესაბამისი აპლიკაცია არ გაითიშოს.

ბატარეის ხანგრძლივობა 22,5 ვტ

HONOR X8 აღჭურვილია 4000 mAh ბატარეით, რაც უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებმა ხანგრძლივი დროით ისარგებლონ სმარტფონით ისე, რომ დატენა მალ-მალე არ დასჭირდეთ.  კერძოდ, HONOR X8-ის ბატარეა უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებმა 13 საათის განმავლობაში უყურონ ვიდეოებს YouTube-ზე,  19 საათის განმავლობაში დაათვალიერონ სხვადასხვა ვებგვერდი,  9,3 საათი ითამაშონ.

ფასი და ხელმისაწვდომობა

HONOR X8 ხელმისაწვდომია სამ  ფერში: ნაცრისფერი, შავი და მუქი ლურჯი.

დღეიდან HONOR X8 ხელმისაწვდომი იქნება „ელიტ ელექტრონიქსში“, „ზუმერში“ და ბეკოს მაღაზიათა ქსელში. ხელმისაწვდომ ფასად 899 ლარად.

Facebook https: https://www.facebook.com/honorgeorgia 

Instagram https: https://www.instagram.com/honorgeo/