HBO ჰარი პოტერზე სერიალს გადაიღებს - მსახიობთა პირველი შემადგენლობა უკვე ცნობილია

ჰი

ნიკ ფროსტი, პააპა ესიედუ, ჯონ ლითგოუ, ჯანეტ მაკტირი, პოლ უაითჰაუსი - ჰარი პოტერის სერიალში გამოჩნდებიან, რომელსაც HBO გადაიღებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ნიკ ფროსტი ჰოგვორტსის გასაღებებისა და მიწების მცველის, რუბეუს ჰაგრიდის როლს მოირგებს, ჯონ ლითგოუ ჰოგვორტსის დირექტორის, ალბუს დამბლდორის როლს, ჯენეტ მაკტირი პროფესორ მინერვა მაკგონაგელის, პააპა ესიდუ პროფესორ სევერუს სნეიპის, ლუკ თელონი პროფესორ ქვირინუს ქვირელის, პოლ უაითჰაუსი კი ჰოგვორტსის დარაჯის, არგუს ფილჩის როლს.

სერიალის გადაღებები ზაფხულში დაიწყება. პირველი სეზონი კი მომავალ წელს შეიძლება გამოვიდეს.

ჯერ ცნობილი არ არის რომელ მსახიობებს დაამტკიციბენ ჰარი პოტერის, რონ უისლის და ჰერმიონ გრეინჯერის როლებზე.

შესაძლოა, ვოლან-დე-მორტის როლი კილიან მერფიმ შეასრულოს. ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიის ავტორი, ჯოან როულინგი სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება. HBO-ში აღნიშნეს, რომ სერიალი წიგნის ზუსტი ანალოგი იქნება.