„შეხვედრა 4 წლის შემდეგ...“ - სალომე უშხვანი დედასთან შეხვედრის კადრებს აქვეყნებს
1759256832
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს მიმართავს, რომ მილიონობით ევროპელის სიცოცხლით საშიშ თამაშს თამაშობს, – ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
უნგრეთის ლიდერმა გააკრიტიკა დონალდ ტუსკის განცხადება, რომ უკრაინაში ომი „ჩვენი ომია“.
„ძვირფასო დონალდ ტუსკ, თქვენ შესაძლოა, ფიქრობთ, რომ რუსეთთან ომში ხართ, თუმცა უნგრეთი არა. არც ევროკავშირი. თქვენ საშიშ თამაშს თამაშობთ მილიონობით ევროპელის სიცოცხლით და უსაფრთხოებით. ეს ძალიან ცუდია“, – წერს ვიქტორ ორბანი.
მანამდე, დონალდ ტუსკმა ვარშავის უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას დასავლეთს მოუწოდა, გააცნობიერონ, რომ უკრაინაში ომი არა სხვისი კონფლიქტია, არამედ „ჩვენი ომია“.