„ჰაერის ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს“ - ამინდის განახლებული პროგნოზი

amindi

29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს, თუმცა ქვეყნის ცალკეულ რაიონებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 29-30 ივნისს დასავლეთ და მთიან რეგიონებში ადგილობრივად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი შენარჩუნდება.

1-3 ივლისს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. დაბლობ რაიონებში დღისით ჰაერის ტემპერატურა 30-33 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით 19-20 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ამასთან, მაღალმთიან რაიონებში, მათ შორის გუდაურსა და თელავის მიმართულებით, ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ელჭექი და ხანმოკლე წვიმა.