VIDEO: რა მოხდა საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ „დინამო არენაზე“
1742745694
4 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდ დიღომში, IV მ/რ-ს N25-ე კორპუსის მიმდებარედ სატუმბო სადგურზე აუცილებელ სამუშაოებს განახორციელებს. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ტუმბო-აგრეგატებზე გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 4 თებერვალს, 14:00 საათიდან 5 თებერვლის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდი დიღმის III, IV მ/რ-ს, სტრაბონის, ნიკო ბურის, ნესტან დარეჯანის, სტივენსის, რაინეგსის, ჰუბერტის, ზუტნერის, შერმადინის, ხატაეთის, იან ჰომერის, მონპერეს, კასტელის, ტილკეს, მარკო პოლოს, მირიან მეფის, თავდადებულის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.