რამდენ ლარად იყიდით ერთ დოლარს - ვალუტის ახალი კურსი

ლარის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0179 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.0286 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0107 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4042 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.4250 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0208 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.