„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
ეთერ თათარაიძე "პრაიმტაიმთან" შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებულ გულისტკივილს გამოთქვამს. ფოლკლორისტი დანანებით იხსენებს სოფელი გლოლის ფოლკლორული ანსამბლის - "ბუბას" წევრს, გენო სულთანიშვილს, რომლის დასახიჩრებული გვამი, ოჯახმა პროზექტურაში დღეს ამოიცნო.
ეთერ თათარაიძე: სხვა დროს თავს რომ ტირილისგან ვიკავებდი, ახლა, ამ ტრაგედიაზე, ყოველდღე გამუდმებულად მეტირება, ამათი ყურებით ისეთი გაუბედურებული ვარ... ძალიან მძიმეა.
შოვში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ სოფელ გლოლაში ექსპედიციით რამდენიმეჯერ გახლდით და გული მიკვდება. არა მგონია, რომ რამე გაასწორებს და მოარჩენს მომხდარს. როგორი გაუმეტებელი და რჩეული ადამიანები დაიღუპნენ, ოჯახებით... რატომ მოხვდნენ მიწის ქვეშ?! განვიცდი...
გლოლელი ფოლკლორული ანსამბლის წევრი გენო სულთანიშვილი, ისეთი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, წარმოუდგენლად ნიჭიერი. გულმართალი და კარგი კაცი. ანსამბლს აცოცხლებდა. "ბუბას" ყველა ნამღერი ჩაწერილია, მაგრამ ის საცოდავი ხომ აღარ იქნება ამქვეყნად... გაუმეტებელი ხალხი ჩაიყოლა სტიქიამ. ვინც არ უნდა იყოს, ადამიანი არასდროს არ არის სიკვდილისთვის გასამეტებელი, მაგრამ სულ ბავშვები, ახალგაზრდები, ოჯახები... წარმოუდგენელია.
ამირანის სოფელში, ჯუთაში მეწყერი ყოველ წამს არის მოსადლონელი. ჯუთამდე, მთაზეა მოწყვეტილი მეწყერი, პროცესები დაწყებულია და დაბლა გზაა ჩანგრეული; ერთადერთი გზა, რომლითაც სოფელი სამყაროს უკავშირდება, გახლეჩილია. სოფელი შველას ითხოვს და ადამიანი მიმსვლელი არ არის. მართლა აუნაზღაურებელი ტრაგედია შეიძლება მოხდეს. ვკანკალებ და ვლოცულობ, რომ იქ ცუდი არაფერი მოხდეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
ამ შთამბეჭდავი კადრის უკვდავყოფა, 12 წლის მარიამმა, პლასტელინით შეძლო
„ძლიერი გამოსხივების და სულიერების ადგილია“ - რას უკავშირებს უფოლოგი სტიქიებს და კატაკლიზმებს