დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
უფოლოგმა, ერეკლე შონიამ ვიდეო ლექცისას, სადაც მან ისაუბრა წმინდა ადგილებზე, სადაც ძველი ეკლესია-მონასტრებია აშენებული. როგორც უფოლოგი ამბობს, ამგვარ ადგილებში დაუშვებელია კაზინოებისა და სასტუმროების აშენება. მას მაგალითად მოჰყავს ანჩისხატის გვერდით მდებარე ცოტა ხნის წინ დამწვარი "ამბასადორი" და თუ როგორ ხსნის ამ ფაქტს, ქვემოთ წაიკითხავთ.
ერეკლე შონია: განათლებით ისტორიის და რელიგიის სპეციალისტი ვარ. ოჯახური სპეციალობით - ანომალიური მოვლენების, ადამიანის და სამყაროს ურთიერთობის შემსწავლელი.
ჩვენი ოჯახის მესამე თაობას მაქვს რწმენების და მეცნიერების გაერთიანების მცდელობა. ცოტა ხნის წინ, ანჩისხატის ტაძრის გვერდით დაიწვა სასტუმრო "ამბასადორის" ერთი სართული. ჩვენი წინაპრები ცოდნებით ჩვენზე გაცილებით წინ იყვნენ. წინ იყვნენ სიწმინდეების ცნობით თუ მშენებლობის ცოდნით. ჩვენ დღეს გონება გახლეჩილი გვაქვს მატერიალიზმად და იდეალიზმად. ადრე კი ადამიანი იყო ჰარმონიაში სამყაროსთან. ახლა მოდური გახდა, რომ მეცნიერებაში სულიერებას არ უშვებენ, დასცინიან რელიგიას. ღმერთსა და რწმენაზე საუბარი ერთგვარად სირცხვილია.
მამაჩემი - ფიზიკოსი, უფოლოგი თალეს შონია, მუშაობდა მეცნიერებისა და სარწმუნოების თანხვედრაზე. ის იყენებდა კაცობრიობაში დაგროვილ ცოდნას და ახალს, ფიზიკას. სწავლობდა გარემოს, სად არის გეოფიზიკურად დადებითი და უარყოფითი ზონები, სად არის საცხოვრებლად კარგი ზონები, ან ზონები, სადაც ეკლესიებია აშენებული. სწავლობდა, რა ცოდნით იყო აშენებული ქართული ეკლესია-მონასტრები. ეს ცოდნა 1990 წლისთვის დაგროვდა. მამა იყენებდა ადგილების შემოწმების მეთოდს.
შექმნა ალბომი სახელწოდებით - საქართველოს ეკლესია-მონასტრების განლაგება კოსმიური და გეოფიზიკური ველების გათვალისწინებით. ალბომი უწმინდესს გადაეცა. მამა ამ ალბომის წინასიტყვაობაში წერს, რომ არც ერთი ეკლესია შემთხვევით ადგილას არ აგებულა. განსაკუთრებული ველების წმინდა ადგილს ეძებდნენ და იქ აშენებდნენ ტაძრებს. წაიკითხეთ სრულად
ასევე ნახეთ:
VIDEO: „დაგვეხმარეთ! სავალალო მდგომარეობაა...“ - შემაშფოთებელი კადრები გლდანის ერთ-ერთი კორპუსიდან
„ასე პირველად შემეშინდა ცხოვრებაში...“ - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ შოვის ტრაგედიამდე