„შოვი იყო თქვენი სამოთხე და სამუდამოდ დარჩით მაგ სამოთხეში...“ - სტიქიის დროს დაღუპულებს ემშვიდობებიან

შოვი ტრაგედია

შოვში სტიქიის დროს დაღუპულებს ახლობლები სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან. 

„იმდენი რამის დაწერა მინდა, მაგრამ არ ვიცი თუ არსებობს შესაფერისი სიტყვები…  

ისინი არ იყვნენ მხოლოდ ნათესავები, პირველ რიგში იყვნენ ჩვენი მეგობრები. ერთმანეთზე უკეთესები, ნიჭიერები, თითოეულის დასახასიათებლად რომ სიტყვები არ მეყოფა.

იშვიათია ერთი ოჯახიდან ამდენი სამაგალითო ადამიანი, რომლებიც თავისი სიკეთით, სიყვარულის უნარით და სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდნენ.

მეგი, გიგი, კოტიკო, მარიამ, შორენა დეიდა, არასდროს დამავიწყდება თქვენი სახეები შოვში რომ ამოვიდოდით და დაგვინახავდით ხოლმე, არ დამავიწყდება არცერთი ადგილი შოვში, სადაც ერთად დრო გაგვიტარებია, რომელიც ყველას ერთად გვიყვარდა და ახლა გამქრალია… თქვენთან გატარებულ თითოეულ წამს ყოველთვის ღიმილით და სიყვარულით გავიხსენებ, არასოდეს დამავიწყდებით, მიყვარხართ. შოვი იყო თქვენი სამოთხე, ხოდა სამუდამოდ დარჩით მაგ სამოთხეში.

ვწუხვარ ყველა იმ შესანიშნავი ადამიანის გარდაცვალების გამო, რომლებიც ჩვენს ოჯახებს, რაჭას და სრულიად საქართველოს დააკლდება“, - წერს მაკა კოჭლაძე.

 

ასევე ნახეთ:

არის თუ არა შოვში ეპიდემიის გავრცელების საფრთხე

„ძლიერი გამოსხივების და სულიერების ადგილია“ - რას უკავშირებს უფოლოგი სტიქიებს და კატაკლიზმებს

„პირველები შემოვიდა ცოლ-ქმარი, პატარა ბავშვით, გამოვიქეცითო” - ონის კლინიკის ექიმი სტიქიის დღეს იხსენებს