VIDEO: რუსკა ქარქაშაძე მეორე შვილს ელოდება - წყვილმა სქესის გაგების ცერემონიიდან კადრები გაავრცელა
1768149692
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გონიოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე პოლიციამ თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა. არსებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ავტომობილი დაუზიანეს.
მომხდარზე გამოძიება 126-ე (ძალადობა) და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლებით მიმდინარეობს.