ავსტრალიელმა პოლიციელებმა 100 წლის ქალი დაბადების დღეზე დააკავეს

დააკავეს

ავსტრალიელმა პოლიციელებმა 100 წლის ჯინ ბიკენტონს ოცნება აუსრულეს და თავის დაბადების დღეზე დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

არსებული ინფორმაციით, ქალი სამხედრო მედდად მუშაობდა და ცხოვრების განმავლობაში კანონი არასოდეს დაურღვევია.

„ბევრისთვის დაკავების გარეშე ცხოვრება საკმაოდ კარგი ვარიანტია, მაგრამ არა ჯინ ბიკენტონისთის. დაკავება მისი ოცნებების სიაში იყო. ამიტომ სამი კონსტებლი მის საცხოვრებელ მოხუცებულთა სახლში სამსახურებრივი მანქანითა და ჩართული სირენით მივიდა. სამართალდამცველები სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც ბიკენტონი იუბილეს აღნიშნავდა. მათ სტუმრებს ვითარება აუხსნეს, ქალბატონ ბიკენტონს ხელბორკილები დაადეს და ოფიციალურად დაკავებულად გამოაცხადეს. მას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია“, - აღნიშნულია ვიქტორიას შტატის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

თავად ბიკენტონი კი გაკვირვებული იყო იმით, რომ ხელბორკილები რბილი აღმოჩნდა. მისი თქმით, ეს საუკეთესო წვეულება იყო მის ცხოვრებაში.