ჯარიმა 300-დან 500 ლარამდე ან ოთხიდან რვა წლამდე პატიმრობა - გაფრთხილება მოსახლეობას
1781902369
გაერთიანებული სამეფო უკრაინას ექვს წყალქვეშა დრონს გადასცემს, - ინფორმაციას მედია საშუალებები ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, დრონები ხელს შეუწყობს სანაპირო ზოლის ნაღმებისგან გაწმენდას და მარცვლეულის ტრანსპორტირებას უფრო უსაფრთხოს გახდის.
ამასთან, გაერთიანებული სამეფო სპეციალურ წვრთნებს ჩაუტარებს უკრაინის საზღვაო ძალების პირადი შემადგენლობის ათობით წევრს იმისთვის, რომ მათ დრონების გამოყენება შეძლონ.