„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, მოსკოვთან მოლაპარაკებები უკრაინისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება. ამის შესახებ პოდოლიაკმა The Hill-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამის [მოლაპარაკებების] წინააღმდეგია და უკრაინის საზოგადოებაც ამის წინააღმდეგ მტკიცედ დგას, რადგან ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ რისკებს", - აღნიშნა პოდოლიაკმა.
ევროპაში საზღვრებთან მიგრანტების კრიზისი, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმები, - ის საფრთხეებია, რომლებიც, პედოლიაკის აზრით, რუსეთმა შესაძლოა მოლაპარაკებების დასაჩქარებლად შექმნას.
უკრაინისა და რუსეთს შორის მთავარი შუამავალი თურქეთი აღმოჩნდა, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ ექნება აზრი, რაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე იტყვის უარს.