რა ეღირება დოლარი და ევრო 27 ნოემბერს - ვალუტის კურსი
1732637847
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა, კორპორაციის დირექტორებთან ერთად, ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახური და ვაზიანის ჩიხი დაათვალიერა.
ორივე ობიექტს ქვეყნისა და მისი ენერგეტიკული სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი როლი გააჩნია. ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახურში მიმდებარე საბადოებიდან მოპოვებული ნავთობი საწყობდება, მუშავდება და სარეალიზაციოდ მზადდება. ვაზიანის ჩიხს კი ნედლი ნავთობის ვაგონსცისტერნებში ჩატვირთვის და შემდგომი რეალიზაციის ფუნქცია აქვს.
კორპორაციის გენერალური დირექტორი სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო და იქ დასაქმებულ ადამიანებს საჭიროებების შესახებ ესაუბრა.
„დღეს აქ მომუშავე ადამიანებისგან უშუალოდ მოვისმინე ყველა ის ნიუანსი, რაც ობიექტების გამართული ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია. საჭიროებების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდება. ჩვენს მიერ შეფასდა და აღირიცხა ყველა ის დეტალი, რაც სამომავლოდ ობიექტის რეაბილიტაციის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ. დავსახეთ გზები ყველა აქ არსებული პრობლემის გადასაჭრელად და ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. რა თქმა უნდა, ერთბაშად ყველაფრის გაკეთება რთულია, თუმცა აქ მომუშავე გამოცდილ თანამშრომლებთან ერთად ვიმსჯელებთ და მათთან შეთანხმებით, ეტაპობრივად, თითოეულ ნაბიჯს დავგეგმავთ“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.