ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესები იცვლება
1732685572
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სანქციები უკვე მძიმედ ურტყამს ვლადიმირ პუტინსა და მის თანამზრახველებს და მათი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე დროთა განმავლობაში გაიზრდება.
ჟოზეფ ბორელის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიზანმიმართულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში შეჭრით, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ექვსი პაკეტი მიიღო, რომლის სამიზნე თითქმის 1 200 ფიზიკურ პირი და 98 ორგანიზაციაა, ისევე როგორც რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორები.
„2022 წლის ბოლომდე ჩვენ 90%-ით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს და სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს. ეს გადაწყვეტილებები თანდათან გვათავისუფლებს დამოკიდებულებისგან, რომელიც დიდი ხანია აფერხებს ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს ვლადიმირ პუტინის აგრესიულობის ფონზე. მას, ალბათ, სჯეროდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა სანქციების დაწესებას ენერგოდამოკიდებულების გამო“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
ჟოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგეტიკისა და სურსათის მსოფლიო ბაზრებზე არსებულ სირთულეებზე რეალური პასუხი ომის დასრულებაა, თუმცა ამის მიღწევა შეუძლებელია რუსული დიქტატის მიღებით - ეს მხოლოდ უკრაინიდან რუსეთის გასვლით მიიღწევა.