გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის ხარისხის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

ზღვა

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განახორციელებს.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი კვლავ ნორმის ფარგლებშია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 06 და 10 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია!

განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა და 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა დაემატა ანაკლია- განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი.

აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე“,- ნათქვამია განცხადებაში. 

ასევე ნახეთ:

საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ! საცურაოდ აკრძალული ზონები, რომელიც საფრთხეა მოქალაქეებისთვის - რას ამბობს ალეკო ცქიტიშვილი

„ბავშვი შოკურ მდგომარეობაში მივიყვანეთ კლინიკაში, 22 დღე რეანიმაციაში გავატარეთ“ - რა შეემთხვა მარიკო ებრალიძის შვილს

„სიყვარულის გამო გაგიჟდა, შეყვარებული მოუკვდაო...“ - ვინ იყო რეალური ქალი, რომელმაც სოფიკოს ფუფალა "შეაქმნევინა"