პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის ზღვაზე ყოველწლიურად ათობით ადამიანი იღუპება. დედაქალაქის მოსახლეობისთვის რეკრეაციის ზონა წელსაც არა ერთხელ იქცა ტრაგედიის ადგილად.
ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი „პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,360 გრადუსი" ამბობს, რომ როგორც მუნიციპალური, ისევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. პროცესი დაწყებულია, თუმცა დროში ჭიანურდება და ბოლომდე ა მიდის.
,,თბილისის ზღვაზე არის სიკვდილის ზონები, ჩასაფრებული საფრთხე მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ათობით მოქალაქე იხრჩობა ყოველ წელს თბილისის ზღვის ობიექტებში. ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია თბილისის ზღვა. ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ კამპანია, პრევენციისთვის და არა პოსტ ფაქტუმ, ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მოქმედებისთვის.
ჩვენ რამდენიმე ზონას, სადაც ბანაობა განსაკუთრებით საშიშია და კუსტარული რეკრეაციული ზონებია მოწყობილი, სიკვდილის ზონას ვუწოდებთ. ერთ-ერთი ასეთია ე.წ ჩანჩქერის ტერიტორია სადაც კამპანია დავიწყეთ 5 წლის წინ, მას შემდეგ, რაც ჩემს ოჯახსაც შეეხო ეს ტრაგედია. კამპანია წავიდა 2 მიმართულებით. ერთი ეს არის ადვოკატირების და მეორე სასამართლო დავის წარმოების. ჩვენ, მოვახერხეთ, რომ ამ ადგილზე სრულად არის დაცული მოქალაქეთა უსაფრთხოება. ამას დასჭირდა დიდი ძალისხმევა. ამასთან. ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის მერიამ გააკეთა ამკრძალავი ნიშნები მთელს პერიმეტრზე. ეს ცხადია არ არის საკმარისი და მეტი უნდა გაკეთდეს მოსამართლეთა დაცვისთვის.
ახლა, ვარკეთილის მხარეს, ე.წ. კოშკის ტერიტორიაზე არის კუსტარულ რეკრეაციული ზონა, რაც ნიშნავს, რომ იქ მაშველები არ არიან. არადა განსაკუთრებულად დიდი კონცენტრაციაა მოქალაქეების და სწორედ იქ ხდება რამდენიმე შემთხვევა წლის განმავლობაში.
პირველ რიგში მუნიციპალიტეტის და შემდეგ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, არაერთი ღონისძიებაა გასატარებელი. პროექტიც არსებობს, მაგრამ პროცესი ბოლომდე არ მიდის" - აცხადებს ცქიტიშვილი.
ასევე ნახეთ:
ვისთან ერთად ისვენებს შორენა ბეგაშვილი - ნახეთ კადრები
„დედის ტირილი ცას და დედამიწას ესმის“ - რა ხდება სამცვერას ჩანჩქერთან, სადაც 18 წლის ბიჭს ეძებენ