„გამიკვირდა, როცა ჩემს ანგარიშზე თანხის დარიცხვა დაიწყო... ამ თან­ხით კი­დევ უამ­რავ გა­ჭირ­ვე­ბულს და­ვეხ­მა­რე­ბი" - დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი

დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა ვა­კის პარ­კის მთა­ვა­რი მე­ბა­ღის, დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბის აქტი - გა­მოქ­ვეყ­ნდა მისი სა­ბან­კო ან­გა­რი­ში, რო­მელ­ზეც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თან­ხებს სურ­ვი­ლი­სა­მებრ და მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად რი­ცხავ­დნენ.

რო­გორც დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს ეუბ­ნე­ბა, საქ­მის კურ­სში არ იყო და მის­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს წა­მო­წყე­ბა. 

„მად­ლო­ბის მეტი რა მეთ­ქმის, მაგ­რამ არ იყო სა­ჭი­რო... მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თვი­თონ ქველ­მოქ­მე­დე­ბას ვე­წე­ვი, რი­თაც შე­მიძ­ლია და ალ­ბათ ამ თან­ხა­საც გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს გა­დავ­ცემ" - ამ­ბობს დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი.

„არ ვი­ყა­ვი საქ­მის კურ­სში, არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, ჩემს ან­გა­რიშ­ზე თან­და­თან თან­ხე­ბი რომ ირი­ცხე­ბო­და. ვერ გა­ვი­გე, ან­გა­რი­ში სა­ი­დან იცოდ­ნენ, ვინ და რო­გორ გა­ავ­რცე­ლა... მერე და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს, ეს ჩვენ გა­ვა­კე­თეთ, ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით, თქვენს მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბა რომ გა­მო­ე­ხა­ტა­თო. ვუ­თხა­რი, რომ არ იყო სა­ჭი­რო. ნეტა, ის გო­გო­ნა გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ამით უფრო ვი­ა­მა­ყებ­დი და ეს იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის სა­ჩუ­ქა­რი-თქო. არა, არა­ფე­რია, არ იუ­ხერ­ხუ­ლოთ, ოჯახს მო­ახ­მა­რეთ, ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და ასეო. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, მაგ­რამ არ იყო სა­ჭი­რო...

ფუ­ლის გუ­ლის­თვის არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, ამა­ზე რო­გორ უნდა მე­ფიქ­რა, ბავ­შვე­ბი იღუ­პე­ბოდ­ნენ და მათ გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვე­დი წყალ­ში.

თვი­თონ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდში იქეთ ვრი­ცხავ­დი, რაც შე­მეძ­ლო. ამ თან­ხით კი­დევ უამ­რავ გა­ჭირ­ვე­ბულს და­ვეხ­მა­რე­ბი. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას, უბ­რა­ლოდ, არ იყო სა­ჭი­რო, ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვის­თვის არა­ფე­რი მი­თხო­ვია, არა­ვინ ჩათ­ვა­ლოს, რომ ეს ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, ან საქ­მის კურ­სში ვი­ყა­ვი. წლე­ბის მან­ძილ­ზე ქი­რით ვცხოვ­რობ ერთ პა­ტა­რა მოჭყუ­ნულ ოთახ­ში და ხელ­ფა­სის ნა­ხე­ვარს ქი­რა­ში ვიხ­დი­დი, მაგ­რამ მა­ინც არ მინ­დო­და ასე მომ­ხდა­რი­ყო. ასე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ვცხოვ­რობ, არას­დროს არა­ვის­თვის არა­ფე­რი შე­მი­ჩივ­ლია და მი­თხო­ვია, რა­საც ვშრო­მობ­დი, ცოტა იყო თუ - ბევ­რი, იმით ვკმა­ყო­ფილ­დე­ბო­დი. უფ­ლის წყა­ლო­ბა არ მოგ­კლე­ბო­დეთ ყვე­ლას“, - ამბობს დევი მეზურნიშვილი.