გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევიდან ერთი წელი გავიდა.
2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზო დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო.
გია შომახია ერთ-ერთია იმათგან, ვინც ტრაგედიის დროს ოჯახის წევრები დაკარგა. მან უბედური შემთხვევის დროს მეუღლე და 12 წლის შვილი დაკარგა.
„ეს დაშლილი სახლი, რომ დავინახე მე მახსოვრობა დავკარგე. მახსოვრობა მომივიდა აი იცით როდის? რომ ტიროდნენ ბიჭები, მაშველები.
მე ძალიან მიჭირს (ბათუმში ყოფნა) ბავშვს უნდა იქაურობა, გამეპარებოდა და იქ ნანგრევებში ტიროდა, იქ უნდა ბავშვს, სხვაგან არ უნდა. მემგონი მართალიც არის, მოგონებებს ვერ წავშლიო და შეიძლება სწორიც არის.., - ამბობდა გია შომახია.