„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
ბათუმის ტრაგედიისას დაღუპული 12 წლის დათა შომახიას მამის, გია შომახიას თქმით, მისი მეორე შვილი, 15 წლის ნიკა ტრაგედიის შემდეგ მიღებული მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან ნელ-ნელა გამოდის.
„ცხოვრებას ვაგრძელებთ. ღმერთს მადლობა, ბავშვი მდგომარეობიდან გამოდის. იხსენებს დედას, ძმას, ენატრება ძალიან. მეათე კლასშია, ძლიერი ბავშვი დარჩა, ძალიან...“, - ამბობს გია შომახია „პრაიმტაიმთან“.
ცნობისთვის, 2021 წლის 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოიშალა. ნგრევის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.
კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი პირია დაკავებული.
შსს-ის ინფორმაციით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც 2021 წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.