დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი საკუთარ ცხოვრებაში მომხდარ ტრაგედიას იხსენებს და მძიმე პერიოდზე საუბრობს. უამრავი ადამიანისთვის საყვარელი მუსიკოსი წლების წინ, შვილებთან ერთად სრულიად მარტო დარჩა და ცხოვრებისეულ სირთულეებსაც მარტო გაუმკლავდა.
„17 წლის ასაკში გავიპარე. ჩემი მომავალი მეუღლე, ვაჟა კუჭაიძე, ანსამბლ „დარიალში“ მღეროდა, თემურ ქევხიშვილთან, მე კი - „მზიურში“.
ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით და, ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან პატარები ვიყავით. პირველი ვაჟი ძალიან ადრე გამიჩნდა, 5 წლის შემდეგ კი გოგონას დედაც გავხდი. ჩემი მეუღლე სულ მამხნევებდა და ჩემით ძალიან ამაყობდა.
ათი წლის შემდეგ ჩემი მეუღლე ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა. სულ ახალგაზრდა დავრჩი შვილებთან ერთად, სრულიად მარტო, და კიდევ კარგი, რომ მხსნელად ჩემი ოჯახი მომევლინა. ხანდახან, ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ, ვფიქრობ, რომ რამდენიმე ადამიანის ცხოვრებით ვიცხოვრე. უკვე მოზრდილი შვილები მყავს: ვაჟი 32 წლისაა, ხოლო გოგო - 27-ის, მას ახლახან შეეძინა ბიჭი, რომელსაც ნიკო დავარქვით. რადგან ჩემი შვილი გერმანიაში ცხოვრობს, მთელი ზაფხული ბერლინში გავატარე. განსაკუთრებული ზაფხული მქონდა, რადგან ჩემი შვილიშვილის დაბადებას დავესწარი და მერე დავრჩი, რომ ჩემს შვილს დავხმარებოდი...
ზუსტად ვერც კი ახსნი, რატომ შეხვდი მაინცდამაინც „იმ“ ადამიანს და როცა ერთმანეთს „ის ორი“ ხვდება, ეს ზეციური ძალებისგან მოდის. ცხადია, თუ ეს ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარულია, რომელიც ადამიანის გულში და მის ცხოვრებაში კუთვნილ ადგილს პოულობს. ასეთ დროს, „იმ ერთის“ მიმართ ინტერესი არ ქრება, არ ილევა და თუ ამ მიზიდულობას ინტერესთა თანხვედრაც ემატება, ეს დიდი ბედნიერებაა. თუ გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც ერთ ენაზე ლაპარაკობ, ესე იგი, სამყაროს უყვარხარ და ძალიან გაგიმართლა...“ - თქვა ქეთი გაბისიანმა ჟურნალ „გზასთან“.