საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1732623795
ტაილანდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში სროლის შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა გახსნა.
შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის, მცირეწლოვნების გარდა, ზრდასრულებიც არიან.
რაიონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ჯერ ესროლა პერსონალის ოთხ ან ხუთ წევრს, მათ შორის მასწავლებელს, რომელიც რვა თვის ორსული იყო. ”თავიდან ხალხს ეგონა, რომ ეს იყო ფეიერვერკი”, - დასძინა მან.
პოლიცია ამბობს, რომ კაცმა, თავდასხმის შემდეგ თავი მოიკლა.