„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
2021 წლის 8 ოქტომბრის ბათუმის ტრაგედიამ თითქოს რაღაც შეცვალა ჩვენს შიგნით. დიდების ცოდვების გამო, ნანგრევებში მოყოლილმა ბავშვებმა, ერთგვარად მისია იტვირთეს. მისია, რომელიც ჩვენს “გამოსწორებას” ისახავს მიზნად.
მგონია, რომ ამ მასშტაბის ტრაგედიები, მხოლოდ კონკრეტული ადამიანების თავს არ ტრიალებს, მთელი ქვეყნის გამოსაფხიზლებლად გვევლინება. დასაფიქრებლად, თითზე საკბენად, გულში ჩასახედად…
მამები ტრაგედიიდან – რამაზ დავლაძე და გია შომახია! ისინი ჭირმა შეკრა და გააერთიანა. საოცარი კადრია, ამქვეყნიური ტკივილით სახემოსილი ადამიანების…
სიგიჟეა ჩაწვდე და გაიგო, რატომ ტრიალდება მსგავსი ტრაგედიები… ამას ადამიანის გონი ვერ წვდება.
ეს დღეები თითქოს ყველა ერთს ფიქრობს, როგორ უნდა გაუძლონ შავითმოსილმა მამებმა ამ გაუყუჩებელ ტკივილს. რა ძალა უნდა იპოვონ თავში, რომ ცხოვრება შეძლონ.
ორივეს თითო შვილი გადაურჩა… რამაზის ვაჟი ბაღში იყო იმ საზარელ წუთებში, გიასი – სკოლაში. აი, სწორედ მათთვის უნდა იცხოვრონ მამებმა, მათთვის უნდა წამოდგნენ იმ ნანგრევებიდან. უდედობაზე აეფარონ. სიკვდილს ზურგი აქციონ!
ტარიელ ხარხელაურს ტრაგიკული მამების გამხნევება ვთხოვეთ… წლების წინ, ხევსურ პოეტს, 23 წლის ვაჟი მოუკლეს. ამდენად, მისთვის ეს ტკივილი ნაცნობია.
ჭირს სიბრძნეც მოაქვს… სულის წვრთნაც და ამის მაგალითია ჩვენი ხევსური პოეტი.
პოეტი ამბობს, რომ მამები უნდა გადარჩნენ და სვლა განაგრძონ.
ტარიელ ხარხელაური: – ახლა, როდესაც დიდი ყურადღება მათკენ არის, ყველაზე დიდი სიფრთხილე და გამძლეობა უნდათ. უნდა შეძლონ გარჩევა, რომელია ყალბი მისამძიმრება და რომელი – გულიანი.
ამ დროს ხელის ჩაქნევა ყველაზე ადვილია. ვინც იმ წუთისოფელში გავიდა, იმათ წინაშე ხარ პასუხისმგებელი შენი გამძლეობითა და ამტანობით. უნდა იბრძოლო.
ტკივილის გაძლება ყველას ინდივიდუალურად შეუძლია. როგორ გადაიტან მას, უფალთან საუბრისას მიხვალ იქამდე.
აუცილებლად გამძლეობა უნდათ ამ ბიჭებს. ხელის ჩაქნევა და ტრაგედიაზე ფიქრი, სწორად არ მიმაჩნია. ტრაგედიის შესაბამისად, შენი ცხოვრების წესი უნდა შეცვალო. მხოლოდ შენ თავზე თუ ფიქრობ, შეიძლება ტრაგიკულ შედეგამდე მიხვიდე. შენს დღეშია უამრავი მამა, უამრავი მშობელი!
არც მე მეგონა, თუ ამ ტკივილს გავუძლებდი...