პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თეა გვასალია რუსული ესტრადის ვარსკვლავის, მაქსიმ გალკინის საქართველოში ჩამოსვლას ეხმაურება. ჟურნალისტის ფეისბუკ-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„გავხსენი ფეისბუკი და რას ვხედავ, მაქსიმ გალკინი ქართულად მეპატიჟება თავის კონცერზე. 15 ოქტომბერს თბილისში ვიქნები და კარგი დრო გავატაროთ ერთადო. სანამ ერი ორად გავიყოფით და თავებს გავუხეთქავთ ერთმანეთს, უნდა ჩამოდიოდეს თუ არა პუგაჩოვას ქმარი საქართველოში იუმორისტული მონოლოგების წასაკითხად, შემამსუბუქებელ გარემოებად გავითვალისწინოთ, რომ კონცერტიდან შემოსულ თანხას უკრაინელებს გადაურიცხავს. გალკინისთვის ნასროლი ერთი-ორი ფეისბუკური ქვა ალბათ მეც მომხვდება, თუ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს რუსი ებრაელების იუმორი და საერთოდაც, რაც ჟვანეცკის რუსებისთვის აქვს დაცინული თავის მონოლოგებში, ერთი პატარა ბიუსტი კი ეკუთვნის ჩვენგან.
მე, გალკინის სანახავად 500 ლარის გადამხდელი არ ვარ, ჩემმა შვილებმა არც გალკინი იციან ვინ არის, არც პუგაჩოვას ნამღერი მოუსმენიათ და რუსულიც ძნელ და უინტერესო ენად ეჩვენებათ. თავიანთ საქმეებზე ერთმანეთში ინგლისურად ლაპარაკობენ, სხვებმა რომ ვერ გაიგონ და ვიღაც გაურკვეველ (ჩემთვის) იუთუბერებს და ლოლის მოთამაშეებს და კომენტატორებს უკეთესად იცნობენ, ვიდრე ილფის და პეტროვის პერსონაჟებს. არცაა გასაკვირი. მე და ისინი სხვადასხვა საუკუნეში, სხვადასხვა ქვეყანაში დავიბადეთ და საუკეთესო გამოსავალი ერთმანეთის გემოვნების პატივისცემა და მშვიდობიანად თანაარსებობაა და როცა ჩემი თაობა დინოზავრებივით გადაშენდება, ესენი პუშკინს და ტოლსტოის ინგლისურად წაიკითხავენ, როგორც ეს ელენემ გააკეთა. მაგრამ ინგლისურს ვინ ჩივის, საქმე ისე მიდის, რომ მეშინია ამათი შვილიშვილებისთვის ყველაზე საჭირო და გამოსადეგი ენა ჩინური მანდარინი არ გახდეს.
ცნობისთვის, 15 ოქტომბერს გალკინის კონცერტი სპორტის სასახლეში გაიმართება.