„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორის, ზვიად გოგოლაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ფრინველის საკვების ფასმა, დაახლოებით, 20%-ით მოიმატა და კვერცხის ფასზე ახლო მომავალში ეს აუცილებლად აისახება.
„ფრინველის საკვებს კვერცხის თვითღირებულებაში 70% უჭირავს, შესაბამისად შეუძლებელია, რომ კვერცხი არ გაძვირდეს. სიმინდი და ხორბალიც, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის, სადაც ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ძალიან გაგვიძვირდა სოიაც, რომელიც აშშ-დან შემოდის.
ამასთან, კვერცხის საბოლოო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სავაჭრო ქსელებიც, სადაც ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ხდება“,- განაცხადა ზვიად გოგოლაძემ „ბიზნეს ფორმულასთან“.