გაფრთხილება ემიგრანტებს: „როდესაც მოდის ფოსტა და ტოვებს წერილს, არ მოაწეროთ ხელი!“

კუჭუხიძე

საემიგრაციო საზოგადოება „Anolf“-ის ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე ემიგრანტებს აფრთხილებს და მოუწოდებს, სანამ ოჯახში მიტანილ ოფიციალურ დოკუმენტებს კარგად არ გაეცნობიან, ხელი არ მოაწერონ.

„გაითვალისწინეთ ქართველებო, ვინც მუშაობთ ოჯახებში - როდესაც მოდის ფოსტა და ტოვებს წერილს, გაამახვილეთ ყურადღება, არ მოაწეროთ ხელი, მით უმეტეს, თუ რაკომანდატას ტოვებენ. ეს არაა თქვენი ვალდებულება და არც უფლება, რადგან შეიძლება პრობლემა შეგექმნათ. არასდროს ვწერ ტყუილ-უბრალოდ. დატორომ, რომელიც გაჰყვა ქალბატონს პრეფექტურაში და ოსპიტალიტაც სხვაგან ჩაუწერა, იქ გაიგო, რა პრობლემა ჰქონდა საბუთზე, გადმოამისამართა მის სახელზე საინფორმაციოს გამოგზავნა, მოაწერა ქალბატონმა მოსულ წერილებს ხელი და ნუ დავძრახავთ, რომ ვერ გაიგო რა ეწერა. ანახა ამ უსირცხვილოს და არაფერი.. დღეს კი, როდესაც ვრეკავ, მეუბნება, რომ იცის, უკვე დაარქივდა მაგის საბუთი, რადგან წერილები მას მოუვიდა მის სახელზე და ხელი ხომ მოაწერა, ვერ დააკვირდაო. 2-წლიანი ბრძოლა წყალში ჩაიყარა... ან რა გზას გამოვნახავთ, არ ვიცი, მაგრამ.... საქმის გაგება ერთია, მოგვარება მეორე და კიდევ ერთხელ ვიტყვი - გაამახვილეთ ყურადღება, რომ დატორო დი ლავოროს უნამუსობაზე პასუხს მე არ ვაგებ და არც არავინ! ამის გასაჩივრება გეკუთვნის შენ, მასთან მომუშავეს! ნუ გვექნება პრეტენზია, რომ დატოროსთან მუშტი-კრივით მოაგვარებ საქმეს, არაა ასე! ყურადღება კი გაამახვილეთ რომ ვიცოდეთ, რა უფლებებსაც ვითხოვთ, იმის იქით ზედმეტი უფლებები არ ავიღოთ საკუთარ თავზე, რადგან ერთმა ხელმოწერამ შეიძლება ისე შეცვალოს სიტუაცია, თავადვე უმტკიცებ საკუთარ თავს, რომ ხელი მოაწერე და ესე იგი იცოდი! ვერ შეცვლი ამის შემდეგ ვერაფერს.“ - განმარტა ფიქრია კუჭუხიძემ.

სხვა სიახლეები