ეძებენ ქართველ ემიგრანტს, რომელმაც მატარებელში 5 000$ დაკარგა

კონვერტი

„ვიპოვე შავი ქურთუკი, ჯიბეში იყო კონვერტი 5000$-ით!“, - ამის შესახებ facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში სოციალური ქსელის მომხმარებელი, პაოლო გვასალია წერს და პატრონს თანხის დაბრუნებას სთავაზობს.

მისი თქმით, თანხის დაბრუნებას არ აპირებდა თუმცა კონვერტზე ქართული წარწერა იყო.

„სალამი მეგობრებო!დღეს დილის რეისზე პოზნანი-ვარშავა IC 71004/510 ვაგონში ვიპოვე შავი ქურთუკი, ჯიბეში იყო კონვერტი 5000$-ით! ნამდვილად არ ვაპირებდი დაბრუნებას, უბრალოდ ქართული წარწერა იყო კონვერტზე და ვეღარ დავიტოვე. ვიცი რამდენი შრომა უნდა ამხელა თანხა რომ გამოიმუშაო...ასე, რომ შემეხმიანე, ხელუხლებლად დაგხვდება! ორშაბათამდე ვრჩები ვარშავაში, შემდეგ ისევ პოზნანში ვბრუნდები, თუმცა გამოგზავნა შემიძლია სადაც იქნები იქ...“, - წერს პაოლო გვასალია.