დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"გამოვეთხოვეთ. მძიმე დღეები იყო..." - წერს თამარ ცაგარეიშვილი ფეისბუქზე და გოგი ხარაბაძეს ემშვიდობება...
"წამლეკავი ნიჭის და ენერგიის პატრონი იყო გოგი ხარაბაძე, მოუთოკავი ჟინის და განუმეორებელი ხმის პატრონი. სიტყვის გახედვნის უბადლო ოსტატიც იყო...
მე მინახავს, როგორ ათვინიერებდა სიტყვებს, როგორ აყენებდა თავის სამსახურში ყოველ ჯერზე, როგორ გრძნობდა მათ "ეთერულ სხეულს".
მე მინახავს, როგორ ებრძოდა მარტო "ბიბლიას" და როგორ გაშალა ის მარტომ, მრავალ ხმაში.
... და როგორც სიტყვა იყო პირველად და იქნება მარად, ისე დარჩება მისი ნამღერი "ბიბლია", "ვეფხისტყაოსანი", ქართული პოეზიის შედევრები მარად, როგორც მის მშობლიურ ენაზე, მისი ხალხისთვის შექმნილი ‘’სამკურნალონი’’....
გმადლობ, მეგობარო! მსუბუქი იყოს შენთვის ქართული მიწა, განისვენე მშვიდად!" - წერს ტელე ჟურნალისტი.
გოგი ხარაბაძემ 14 წლის წინ „ბიბლიის“ პირველი სრული აუდიო ვერსია ჩაწერა, დაბადებიდან – აპოკალიფსის ჩათვლით. პატრიარქმა ორწლიანი ნაშრომი 2009 წლის 1 მაისს ჩაიბარა და მას "საუკუნის პროექტი" უწოდა. პროექტის პროდიუსერები მერაბ სანოძე, გიორგი ხარაბაძე (უმცროსი) და თამარ ცაგარეიშვილი გახლდნენ.
"გოგი ხარაბაძემ, ადამიდან ქრისტეს აღდგომამდე, ყველა წინასწარმეტყველი და გმირი გააცოცხლა. ჩემთვის ეს დიდი პერფორმანსის ყურება იყო, მისი ჩაწერა - ჯადოსნური რამ. შაბათს "სანოს სტუდიაში" 12 საათზე შედიოდა და ჩაწერა გაუჩერებლად ორი-სამი საათი გრძელდებოდა. შედიოდა თანამედროვე ადამიანი და ჩაწერის დროს მისტიფიკაცია ხდებოდა. უცებ ძველ აღთქმაში ხვდებოდი…" - უთხრა თამარ ცაგარეიშვილმა "პრაიმტაიმს"
არტისტი 20 აგვისტოს მახათას მთაზე პანთეონში დაკრძალეს.....
ასევე დაგაინტერესებთ: "ასეთი რამეები არ მიყვარს. მეუხერხულება, არ ვიცი, რა გამოვა, თუმცა მიმართლებს" - რა სიახლეა ნანი ბრეგვაძესთან