ფოტოები: თბილისში სვავმა საკანცელარიო დანა გადაყლაპა - როგორ გადაარჩინეს ფრინველი

ფრინველი

მტაცებელმა ფრინველმა საკანცელარიო დანა გადაყლაპა. ფოტოებს კლინიკა „ვეტექსი“ ავრცელებს. როგორც აღმოჩნდა, ექიმებმა ფრინველის დანა ორგანიზმიდან ამოიღეს. დანა დაახლოებით 190.71 მილიმეტრი სიგრძის იყო.

„ქათმის პოსტი ხო ელვის სისწრაფით აიტაცეთ? ჰო და ახლა ინებეთ ბატონო ერთ-ერთი უიშვიათესი მტაცებელი ფრინველი და მისგან მონაპოვარი საკანცელარიო დანა.

ბატკანძერი, იგივე ყაჯირი, იგივე კრავიჭამია და იგივე სვავი მთელი თავისი სილამაზით, ქათამი გადარჩენილია

მადლობა საინჰალაციო ანესთეზიის და იზოფლურანის გამომგონებლებს იმისთვის, რომ ოპერაციების და მსგავსი რთული მანიპულაციების დროს ანესთეზიის კიდევ უფრო მინიმალური რისკით წარმართვის საშუალებას გვაძლევს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.