მეტეხის ტაძრის ფოტოზე ანაფორაში ჩაცმული მამაკაცი გამოისახა - ავტორი დეტალებს გვიყვება

სასწაული

რამდენიმე დღის წინ, საღამოს, გიორგი კოხრეიძემ მეტეხის ტაძარს ფოტო გადაუღო და ძმას გაუგზავნა. როგორც თავად ამბობს, მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფოტოზე ანაფორაში ჩაცმული ადამიანია გამოსახული, რომელიც რეალურად იქ არ მდგარა და მას არ დაუნახავს.

 

როგორც გიორგიმ „პრაიმტაიმთან“ თქვა,  ფოტოს გადაღების დროს ეზოში ქალი ხალხს ეძახდა, რომ ეკლესია იკეტებოდა და ეზოდან გასვლას სთხოვდა.

„მაგ დროს მანდ არავინ  იდგა საერთოდ და რეალურად, როცა ჩემს ძმას ჩავუგდე ფოტო, მაშინ აღვიქვი ფოტოზე გამოსახულება. როცა ფოტოს ვიღებდი, იმ მომენტში ნამდვილად არავინ იყო იქ.

გიორგის ძმამ, რომან კოხრეიძემ კი ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა და მასზე მეორე გამოსახულებაც აღმოაჩინა.

„ღვთის სასწაულია, ეს იშვიათი მოვლენაა.მე ის ფოტოზე აღმოვაჩინე...დიდება უფალს, რომ ჩრდილის სახით სასწაულები გვევლინება. ალბათ დაგვლოცავს სულყველას.ასეთი კადრები მილიონში ერთია, დამერწმუნებით“. - წერს რომან კოხრეიძე და ამბობს, რომ მისმა ძმამ რამდენჯერმე გატეხა ღვთისთვის მიცემული ფიცი და ეს სასწაული „ზემოდან“ მოუვლინა უფალმა.