Exclusive: ,,სახლის კედლებზე უამრავი ჯვარი გამოისახა, ლოცვის დროს კანფეტი თავისით გაიხსნა და გაქრა" - მისტიკურ სახლში პარანორმალური მოვლენები გრძელდება

adigeni

ადიგენის მისტიკურ სახლზე უკვე არაერთხელ მოგიყევით. როგორც ჩანს, ამ სახლში პარანორმალურ მოვლენებს დასასრული არ უჩანს.

„პრაიმტაიმის“ მკითხველმა სამცხეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამყურში მომხდარ აუხსნელ და დაუჯერებელ ისტორიაზე ცოტა ხნის წინ სტატია და ადგილიდან ვიდეო კადრები იხილა.

ამჯერად, სახლის მეპატრონის თქმით, საცხოვრებელი სახლის კედლებზე 13 ჯვარი გამოისახა. ნივთები ისევ იწვის...

„უცნაური მოვლენები ჩვენს სახლში ისევ გრძელდება. ამჯერად სამზარეულოში 13 ჯვარი გამოისახა. მანამდე, დაახლოებით ერთი თვის წინ, პირველ სართულზე სხვა ოთახში გამოისახა რამდენიმე ჯვარი.

 

 

სამი დღის წინ, სახლში ისევ ცეცხლი გაჩნდა. უცნაური იცით რა არის?! ნაჭრის ნივთები სახლში აღარ გვაქვს, ეზოში ბავშვის საწოლის მატრასი ეგდო, ერთ დილას, როდესაც დედაჩემი სახლში მივიდა, მატრასი ეზოში აღარ დახვდა. ცოტა ხანში სახლში ისევ ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი სწორედ ამ მატრასს ეკიდა. როგორც ჩანს, ეს ნივთი რაღაც ძალამ ისევ სახლში შეიტანა.

ოთახიდან ოთახში ისევ გადაადგილდება ხატები, ისევ სდის მირონი ყველა წმინდანის ხატს. დღეს, ორი ჯვარი ჭერზეც გამოისახა.

სარდაფიდან გაქრა ქილები. ასევე ეზოში გვქონდა საღებავი, რომელიც ასევე სახლშია შეტანილი და იატაკზეა მოსხმული. თითქოს ნაფეხურებიც ჩანს, მაგრამ ადამიანისას არ ჰგავს.

რამდენიმე დღის წინ, სასულიერო პირები იმყოფებოდნენ სტუმრად. ლოცვის დროს, წარმოუდგენელი რაღაც მოხდა. მაშინ როდესაც მამაო ლოცვას კითხულობდა, მაგიდაზე დადებული კანფეტი თავისით გაიხსნა და გაქრა...“ - ამბობს ბექა ჩხაბერიძე.

უკვე ორი თვეა რაც ჩხაბერიძეები ამ სახლში ცხოვრებას ვეღარ ახერხებენ.