„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
1792010064
Facebook-ზე ახალი ფუნქცია ინერგება, რომელიც მომხმარებლებს სიახლეების ლენტისა და Reels-ვიდეოების პერსონალიზებაში დაეხმარება.
Meta-ს ახალი ხელსაწყოს საშუალებით, მომხმარებლებს შეეძლებათ თავად მიუთითონ, რა თემების შესახებ სურთ მეტი ან ნაკლები კონტენტის ნახვა.
კომპანიის ინფორმაციით, ახალი ფუნქცია „Your Algorithm“ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ინტერესები პირდაპირ მიუთითონ და რეკომენდაციები მათ სურვილებს მოარგონ.
ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება პოსტების მენიუდან, სადაც მომხმარებლებს შესაბამისი თემების დამატებისა და მართვის შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, პოსტების შეფასებისას შესაძლებელი იქნება „Interested“ („მაინტერესებს“) ან „Not interested“ („არ მაინტერესებს“) არჩევა.
Meta-ს განმარტებით, მომხმარებლის მიერ მითითებული პრეფერენციები რეკომენდაციებზე რეალურ დროში აისახება. სისტემა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეეცდება, უკეთ გაიგოს, რა ტიპის კონტენტი აინტერესებს ადამიანს.
ახალი ფუნქციის მიზანი სიახლეების ლენტისა და ვიდეორეკომენდაციების უფრო მეტად პერსონალიზებაა. მისი ხელმისაწვდომობა მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად ფართოვდება.