პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოში პოსტკოვიდური ტალღა უკვე დაიწყო.
მისი თქმით, სავარაუდოდ, საქართველოში კოვიდინფიცირებულების 60% -ს პოსტკოვიდური პრობლები ექნება.
„დაიწყო… საქართველოში პოსტ-კოვიდური ტალღა უკვე დაიწყო. სავარაუდოდ, საქართველოს შრიმისუნარიანი მოსახლეობის 15%-მდე შრომისუნარიანობას დაკარგავს პოსტკოვიდური გართულებების გამო
“პოსტკოვიდური სინდრომის” ანუ “გრძელი კოვიდის” ტალღა უკვე ურტყამს არაერთ ეკონომიკას, სადაც ინფიცირების დონე მაღალი იყო
სავარაუდოდ, 1890 წლის “რუსული გრიპის” დროს და 1918 წლის “ესპანური გრიპის” დროს იყოს ეს “პოსტგრიპული” ტალღა. არსებული ისტორიული წყაროებიდან საუკეთესო მაგალითია ტანზანიაში ესპანური გრიპის შემდეგ შიმშილი, ვინაიდან გლეხებს არ შეეძლოთ მოსავლის მოყვანა.
შვეიცარიაში შარშან ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ქვეყანაში პოსტკოვიდი კოვიდ გადატანილების 53% აქვს და, ზოგადად, მსოფლიოს მონაცემებით კი 60%- მდეა. შვეიცარიაში უკვე შეიქმნა ცალკე პოსტკოვიდის პლატფორმა.
ბრიტანეთში ამჟამად მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა “პოსტ კოვიდი” და ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ 19% ფიზიკურად ვეღარ მუშაობენ ჯანმრთელობის გაუარესების გამო“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.