დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ჩემმა მზემ“ - ეს ფრაზა გიორგი გილიგაშვილის სავიზიტო ბარათია, ასე იცნობენ, ასე შეიყვარეს და ასე გულშემატკივრობენ მას.
გიორგი გილიგაშვილს გულშემატკივართა დიდი არმიისთვის სასიხარულო ინფორმაცია აქვს - ის გამოჯანმრთელდა და მალე სიმსივნეს საბოლოოდ დაამარცხებს.
თავისი მძიმე დიაგნოზის, მედიცინის მიღწევებსა და ოპტიმისტურ განწყობაზე თავად გიორგი "პრაიმტაიმს" ესაუბრაა.
"ერთ-ერთ სატელევიზიო პროექტში მონაწილეობისთვის ვემზადებოდი, ამისთვის საჭირო იყო სამედიცინო შემოწმება, მაშინ ფარისებრ ჯირკვალზე კვანძები აღმომაჩნდა. ყურადღება არ მიმიქცევია, კოვიდი მძვინვარებდა და მედიკოსების მოცდენა არ მინდოდა,.
როცა ეს ამბავი ირაკლი მაქაცარიამ გაიგო, თავის უსაყვარლეს მედიკოს დედასთან ძალით წამიყვანა - დადგინდა, რომ ავთვისებიანი კიბო მქონდა.
მეგობრები, როგორც ცხრა ძმა ხერხეულიძე, ისე გაერთიანდნენ და ჩემი თურქეთში სამკურნალოდ გაგზავნა უზრუნველყვეს. ტრაპთან სამოსელი პირველის ჩოხა მომიტანეს და მითხრეს - კიბოს ამ ჩოხით უნდა ებრძოლოო.
ოპერაცია ერთი კვირის წინ ჩამიტარდა, საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენი თურქი ექიმებისგან, კლინიკაში ჩვენი სამლოცველოც კი გვქონდა. იმისთვის, რომ საბოლოოდ დავამარცხო სიმსივნე, სხივურ თერაპიას რამდენიმე დღეში დავიწყებ.
მართალი გითხრათ, ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რომ უფალი რაღაც განსაცდელისთვის მამზადებდა, ვიჩემებ, რომ ქრისტეს ჯარისკაცი ვარ და მზად ვიყავი შინაგანად, თუმცა მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი ჩემიანებისთვის.
მადლობა უფალს, რომ თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა მთავარი და მარადიული მხოლოდ სიყვარულია, რომლისთვის სიცოცხლის შეწირვაც კი ღირს," - ამბობს გიორგი გილიგაშვილი.
ასევე ნახეთ - თეო ხაბულიანი: კომაში ყველა იმ ადამიანის ხმა მესმოდა, ვინც ჩემთვის ლოცულობდა