„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი გილიგაშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მან ოპერაცია გაიკეთა, გამოჯანმრთელდა და მალე სიმსივნეს საბოლოოდ დაამარცხებს.
მისი და, ნუცა გილიგაშვილი საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას კიდევ ერთხელ უხდის.
„მეგობრებო, სიყვარულით თქმული თითოეული სიტყვა თუ სურვილი აუცილებლად გამოაჯანმრთელებს გიორგის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამდენ ადამიანს, რომელიც ამხელა ენერგიას გვიგზავნით მთელ ოჯახს. ძალიან გვიყვარხართ და სულ ბედნიერები და ჯანმრთელები გამყოფოთ უფალმა.
„ყველა განსაცდელს, ღიმილით განვიცდი,
მწამს, რომ ყოველი არს უფლის ნება.
ჩვენ შევიყვაროთ, ნუღარ დავიცდით
ლაღი იქნება ხვალ გათენება,
მწამს რომ იქნება ხვალ გათენება“ (გ.გ)
უფლის ნებით გათენდება ბევრი ბედნიერი დღე გი.“ - წერს გილიგაშვილი.