პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობის სამშობლოში გადმოსვენების ზუსტი თარიღი, მისმა შვილმა რუსთაველის თეატრის მსახიობმა ზურაბ შარიამ „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად მიაწოდა.
მისი ინფორმაციით, ნუგზარ შარიას ჩამოსვენება მიუნხენიდან თბილისში, 4 დეკემბერს, გამთენიისას 03:05 საათზე იქნება შესაძლებელი.
პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში 4 და 5 დეკემბერს, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 6 დეკემბერს, 14:00 საათზე, (სამშაბათი) მახათას მთაზე, ახალ პანთეონში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ნუგზარ შარია უცხოეთში 1970 წლიდან იმყოფებოდა. ჯერ პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ ნიუ იორკში გადასახლდა, სადაც რადიოში მუშაობის პარალელურად, ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს კინორეჟისურაზე.
რამდენიმე წელი, გერმანიის ქალაქ მიუნხენში ცხოვრობდა და გერმანიის სახალხო არტისტის წოდებაც მიიღო.
ფილმებში მონაწილეობის პარალელურად, სცენარებსაც წერდა. საქართველოში მსახიობი გადაღებულია ფილმებში: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“.
ნუგზარ შარია 78 წლის ასაკში „ოსკარის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი კანდიდატურა ამ პოსტზე რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა წარადგინა. მან განაცხადა, რომ ნუგზარ შარია უდავოდ მოიაზრება ბროდვეის ხელოვანთა ოცეულში.
ქართველი მსახიობის 80 წლის იუბილე, ბროდვეიზე ჯოზეფინ ლევინის თეატრში აღნიშნეს. მრგვალი თარიღის აღნიშვნის ინიციატორი, თეატრის დირექტორი ტედ მენი გახლდათ.
როდესაც იუბილარ ხელოვანს ღონისძიების შესახებ აცნობეს, თეატრის დირექტორს მადლობა გადაუხადა:
“ნიუ-იორკში თეატრს მივწერე მადლობა და ავუხსენი, რომ ვერ ვიქნები, რაზედაც მიპასუხეს, რომ უჩემოდ მაინც აღნიშნავენ!”, – იხსენებდა ნუგზარ შარია.